
მარაგშია
კითხვა გაქვს პროდუქტზე? დაგვირეკე: +995 555 48 22 20
MMA-200 არის კომპაქტური და პრაქტიკული ინვერტორული ტიპის შედუღების აპარატი, რომელიც განკუთვნილია ლითონის კონსტრუქციების, მილების, კარკასების და სხვადასხვა მეტალის დეტალების შესადუღებლად. მოწყობილობა მუშაობს ერთფაზიან 220 ვოლტიან ქსელზე და უზრუნველყოფს სტაბილურ რკალს, დენის ზუსტ რეგულირებას და ეფექტურ მუშაობას ყოველდღიურ პირობებში. აპარატი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული მართვის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს რკალის მარტივ ანთებას და გადახურებისგან დაცვას. მისი კომპაქტური ზომა და მსუბუქი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა მარტივად გადაიტანოთ და გამოიყენოთ როგორც სახელოსნოში, ასევე სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებზე. მოდელი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს IEC 60974-1, რაც ნიშნავს უსაფრთხო და სტაბილურ მუშაობას პრაქტიკულ პირობებში. ძირითადი პარამეტრები მოდელი • MMA-200 ტიპი • ინვერტორული შედუღების აპარატი კვების ძაბვა (U1) • 220V, 1 ფაზა უმოქმედო ძაბვა (U0) • 65V დენის რეგულირების დიაპაზონი • 20 - 200A დატვირთვის რეჟიმი (Duty Cycle - X) • 60% - 200A უწყვეტი მუშაობის დენი • 155A (100%) გამომავალი ძაბვა (U2) • 28V მაქსიმალური მოხმარებული დენი (Imax) • 39A საშუალო მოხმარება (Ieff) • 30A დაცვის კლასი • IP21S სტანდარტი • IEC 60974-1 წარმოების ქვეყანა • ჩინეთი სამუშაო შესაძლებლობები ელექტროდის დიამეტრი • 1.6 - 2.5 მმ (სტაბილური მუშაობა) ელექტროდის დიამეტრი • 3.2 მმ (შეზღუდული დატვირთვით) ლითონის რეკომენდებული სისქე: 1 - 4 მმ - უწყვეტი სამუშაო 4 - 6 მმ - ეტაპობრივი შედუღება რაში გამოიყენება ლითონის კონსტრუქციები რკინის კარკასები მილების შედუღება სარემონტო სამუშაოები სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები სახელოსნო და საყოფაცხოვრებო გამოყენება ტექნიკური განმარტება სტანდარტი • IEC 60974-1 - საერთაშორისო სტანდარტი რკალური შედუღების აპარატებისთვის, რომელიც განსაზღვრავს უსაფრთხოების და მუშაობის რეჟიმებს. კვების ძაბვა (U1) • 220V ერთფაზიანი ელექტრო ქსელიდან მუშაობა. უზრუნველყოფს რკალის მარტივ ანთებას და სტაბილურ დაწყებას. გამომავალი დენის დიაპაზონი • 20A - 200A სამუშაო დენის რეგულირების დიაპაზონი სხვადასხვა სისქის მასალისთვის. სტანდარტული სამუშაო ძაბვა მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში. დატვირთვის რეჟიმი (Duty Cycle - X) 60% - 200A ნიშნავს, რომ 10 წუთიან ციკლში: აპარატი მუშაობს 6 წუთი სრული დატვირთვით (200A) და საჭიროებს 4 წუთი გაგრილებას 100% - 155A აპარატი შეუძლია უწყვეტად მუშაობა 155A დენზე გადახურების გარეშე. შემომავალი დენი საშუალო ეფექტური მოხმარება (Ieff) • 30A პრაქტიკული რეკომენდაცია სასურველია მინიმუმ: ავტომატი • 25 - 32A კაბელი • 4 - 6 mm² დაცვის და კონსტრუქციის მონაცემები IP21 ნიშნავს: დაცულია 12 მმ-ზე დიდი მყარი ნაწილაკებისგან დაცულია ვერტიკალური წყლის წვეთებისგან განკუთვნილია შიდა სამუშაოებისთვის არ არის რეკომენდებული წვიმაში ან ღია გარემოში დაუცველად გამოყენება
ბარათით საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე, ნაღდი ანგარიშსწორება მიწოდებისას და, იურიდიული პირებისთვის, ინვოისით. ფასები საბოლოოა - ყველა გადასახადი შედის, გადახდის მეთოდისთვის დამატებით საფასური არ არის. ბარათით გადახდისას შეკვეთა დასტურდება მხოლოდ წარმატებული გადახდის შემდეგ.
მიწოდება ითვლება თითო მაღაზიაზე - ყოველი მაღაზია ცალკე აგზავნის. ფასი დამოკიდებულია ზონაზე (თბილისი / შემოგარენი / რეგიონები), ამ მაღაზიიდან შეძენილის ღირებულებასა და წონაზე: რაც მეტს ყიდულობთ ერთი მაღაზიიდან, მით იაფია მიწოდება, თბილისში კი 260,00 ₾-დან უფასოა. ზუსტი თანხა ჩანს კალათასა და გაფორმებისას, სავარაუდო ვადა - პროდუქტის გვერდზე და გაფორმებისას. მიწოდება შენობის შესასვლელამდეა - სართულზე ატანა არ შედის.
თუ შეკვეთა 30 დღეში არ მოვიდა (თუ უფრო გრძელი ვადა არ იყო მითითებული), შეგიძლიათ გააუქმოთ და თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.
მიღებიდან 14 დღის განმავლობაში ნივთს დააბრუნებთ მიზეზის გარეშეც („გადავიფიქრე“). გახსენით შეკვეთა და დააჭირეთ „უკან დაბრუნება“, ან მოგვწერეთ ელფოსტით / დაგვირეკეთ. თანხა მოთხოვნიდან 14 დღეში ბრუნდება, იმავე საშუალებით (ნაღდი ანგარიშსწორებისას - საბანკო ანგარიშზე). „გადავიფიქრე“-ს შემთხვევაში უკან გაგზავნას თქვენ იხდით, ნაკლიანი ან არასწორი ნივთისას - გამყიდველი. დეტალები და გამონაკლისები - დაბრუნება და გარანტია.
შეკვეთის დეტალებზე არის ჩატი გამყიდველთან. შეგიძლიათ გაგზავნოთ ტექსტი ან სურათი. ახალი შეტყობინებები ჩანს ჰედერის შეტყობინებებში.
კომპანია · თბილისი · 3391 პროდუქტი
ამ პროდუქტს ჯერ შეფასება არ აქვს
იყიდე და შეაფასე პირველმა - შენი აზრი სხვა მყიდველებს არჩევანში დაეხმარება.
შეფასებებს არ ვასწორებთ. ვმალავთ მხოლოდ სპამს, შეურაცხმყოფელ ან პროდუქტთან დაუკავშირებელ ტექსტს.
ფოტოიანი შეფასების ავტორი ბონუსს იღებს — შეფასების შინაარსი ამაზე არ არის დამოკიდებული.
ჯერ კითხვები არ არის. იკითხე პირველმა - მაღაზია აქვე გიპასუხებს.