Orte-ს დაცვა
რას გპირდებით ყოველ შეკვეთაზე, რომელი მაღაზიიდანაც არ უნდა იყიდოთ.
- დაბრუნება მიზეზის გარეშე
- 14 დღე
- გარანტია ნაკლზე
- 2 წელი
- თანხის დაბრუნების ვადა
- 14 დღე
თანხა ჯერ Orte-სთან რჩება
ბარათით ან კურიერთან ნაღდით გადახდილი თანხა ჯერ Orte-ს ანგარიშზე შედის. მაღაზია მას იღებს მხოლოდ მიწოდებიდან 14 დღის შემდეგ, როცა დაბრუნების ვადა გავა. ამიტომ, თუ რამე არასწორად წავიდა, თანხის დაბრუნება ყოველთვის შესაძლებელია.
შეკვეთა არ მოვიდა
თუ შეკვეთა 30 დღეში არ მოგივიდათ, მოითხოვეთ გაუქმება შეკვეთის გვერდიდან ან დაგვირეკეთ - გადახდილი თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.
დაზიანებულია ან აღწერას არ ემთხვევა
მოითხოვეთ დაბრუნება შეკვეთის გვერდიდან და დაურთეთ ფოტო. ამ შემთხვევაში უკან გაგზავნის ხარჯს მაღაზია ფარავს, თანხა კი 14 დღეში დაგიბრუნდებათ. ნაკლზე მიწოდებიდან 2 წლის გარანტია მოქმედებს.
გადაიფიქრეთ
მიღებიდან 14 დღის განმავლობაში ნივთის დაბრუნება მიზეზის გარეშეც შეგიძლიათ. ამ დროს უკან გაგზავნის ხარჯს მყიდველი იხდის. დაბრუნების პირობები
თუ მაღაზიასთან ვერ შეთანხმდით
თუ მაღაზია დაბრუნებაზე უარს გეტყვით ან დროულად არ გიპასუხებთ, საქმეს Orte-ს გუნდი განიხილავს და გადაწყვეტილებას თავად იღებს.
უსაფრთხო გადახდა
ბარათის მონაცემებს შეიყვანთ საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე - Orte მათ ვერ ხედავს. ბარათიდან ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ბოლო 4 ციფრს. სადაც მაღაზია ამას იღებს, შეგიძლიათ კურიერთან ნაღდითაც გადაიხადოთ.
შემოწმებული მაღაზიები
მაღაზია გაყიდვას იწყებს მხოლოდ Orte-ს გუნდის დამტკიცების შემდეგ. მაღაზიის რეკვიზიტების სანახავად პროდუქტის გვერდზე დააჭირეთ ⓘ-ს მაღაზიის სახელთან.
დახმარება გჭირდებათ?
დაგვირეკეთ +995 555 48 22 20 ან მოგვწერეთ info@orte.ge.
ეს გვერდი მარტივად ხსნის წესებსა და პირობებს და დაბრუნების პირობებს. სადავო შემთხვევაში მოქმედებს მათი ტექსტი.