
მარაგშია
კითხვა გაქვს პროდუქტზე? დაგვირეკე: +995 555 48 22 20
MINI-300A არის კომპაქტური და ძლიერი ინვერტორული ტიპის შედუღების აპარატი, რომელიც განკუთვნილია ლითონის კონსტრუქციების, მილების, კარკასების და სხვადასხვა მეტალის დეტალების შესადუღებლად. მოწყობილობა მუშაობს ერთფაზიან 220 ვოლტიან ქსელზე და გამოირჩევა მაღალი ამპერაჟით, სტაბილური რკალითა და საიმედო მუშაობით ყოველდღიურ პირობებში.
აპარატი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული მართვის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს რკალის მარტივ ანთებას, დენის ზუსტ რეგულირებას და გადახურებისგან დაცვას. მისი კომპაქტური ზომა და მარტივი გამოყენება საშუალებას იძლევა გამოიყენოთ როგორც სახელოსნოში, ასევე სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებზე.
მოდელი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს IEC 60974-1, რაც ნიშნავს უსაფრთხო და სტაბილურ მუშაობას პროფესიონალურ პირობებშიც
ძირითადი პარამეტრები
მოდელი • MINI-300A
ტიპი • ინვერტორული შედუღების აპარატი
კვების ძაბვა • 220V
უმოქმედო ძაბვა (U0) • 67V
დენის რეგულირების დიაპაზონი • 20 - 300A
დატვირთვის რეჟიმი • 60% - 300A
უწყვეტი მუშაობის დენი • 232A
მაქსიმალური მოხმარებული დენი • 52A
საშუალო მოხმარება • 40A
დაცვის კლასი • IP21S
სტანდარტი • IEC 60974-1
სამუშაო შესაძლებლობები
ელექტროდის დიამეტრი • 1.6 - 3.2 მმ (სტაბილური მუშაობა)
ელექტროდის დიამეტრი • 4.0 მმ (შეზღუდული დატვირთვით)
ლითონის რეკომენდებული სისქე :
1 - 6 მმ - უწყვეტი სამუშაო
6 - 10 მმ - ეტაპობრივი შედუღება
რაში გამოიყენება:
ლითონის კონსტრუქციები
რკინის კარკასები
მილების შედუღება
სარემონტო სამუშაოები
სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები
სახელოსნო და საყოფაცხოვრებო გამოყენება
განმარტება:
სტანდარტი • IEC 60974-1 - საერთაშორისო სტანდარტი რკალური შედუღების აპარატებისთვის (უსაფრთხოება და მუშაობის რეჟიმები)
კვების ძაბვა: (U1) • 220V
ერთფაზიანი ქსელიდან მუშაობა (საყოფაცხოვრებო 220V)
უმოქმედო ძაბვა: (U0) • 67V
Open-circuit voltage - უზრუნველყოფს რკალის მარტივ ანთებას და სტაბილურ დაწყებას
გამომავალი დენის დიაპაზონი • 20A - 300A
სამუშაო დენის რეგულირების ფართო დიაპაზონი სხვადასხვა სისქის მასალისთვის
გამომავალი ძაბვა: (U2) • 32V (მაქსიმალური რეჟიმი)
სტანდარტული სამუშაო ძაბვა მაღალი დენის რეჟიმში
დატვირთვის რეჟიმი (Duty Cycle - X) =X • 60% - 300A
ნიშნავს, რომ 10 წუთიან ციკლში:
აპარატი მუშაობს 6 წუთი სრული დატვირთვით (300A)
და საჭიროებს 4 წუთი გაგრილებას: X • 100% - 232A
აპარატი შეუძლია უწყვეტად მუშაობა 232A დენზე გადახურების გარეშე
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრი პრაქტიკაში.
შემომავალი დენი: Imax • 52A
მაქსიმალური მოხმარებული დენი პიკურ დატვირთვაზე: Ieff • 40A
საშუალო ეფექტური მოხმარება - მნიშვნელოვანია ავტომატის და კაბელის შერჩევისთვის
პრაქტიკული რეკომენდაცია:
სასურველია მინიმუმ:
ავტომატი • 40-50A
კაბელი • 6-10 mm²
დაცვის და კონსტრუქციის მონაცემები:
IP21S • დაცვის კლასი ნიშნავს: IP21 -დაცულია:
12 მმ-ზე დიდი მყარი ნაწილაკებისგან
ვერტიკალური წყლის წვეთებისგან ანუ: შიდა სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი
არაა განკუთვნილი: წვიმაში მუშაობისთვის ღია გარემოში დაუცველად
ბარათით საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე, ნაღდი ანგარიშსწორება მიწოდებისას და, იურიდიული პირებისთვის, ინვოისით. ფასები საბოლოოა - ყველა გადასახადი შედის, გადახდის მეთოდისთვის დამატებით საფასური არ არის. ბარათით გადახდისას შეკვეთა დასტურდება მხოლოდ წარმატებული გადახდის შემდეგ.
მიწოდება ითვლება თითო მაღაზიაზე - ყოველი მაღაზია ცალკე აგზავნის. ფასი დამოკიდებულია ზონაზე (თბილისი / შემოგარენი / რეგიონები), ამ მაღაზიიდან შეძენილის ღირებულებასა და წონაზე: რაც მეტს ყიდულობთ ერთი მაღაზიიდან, მით იაფია მიწოდება, თბილისში კი 260,00 ₾-დან უფასოა. ზუსტი თანხა ჩანს კალათასა და გაფორმებისას, სავარაუდო ვადა - პროდუქტის გვერდზე და გაფორმებისას. მიწოდება შენობის შესასვლელამდეა - სართულზე ატანა არ შედის.
თუ შეკვეთა 30 დღეში არ მოვიდა (თუ უფრო გრძელი ვადა არ იყო მითითებული), შეგიძლიათ გააუქმოთ და თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.
მიღებიდან 14 დღის განმავლობაში ნივთს დააბრუნებთ მიზეზის გარეშეც („გადავიფიქრე“). გახსენით შეკვეთა და დააჭირეთ „უკან დაბრუნება“, ან მოგვწერეთ ელფოსტით / დაგვირეკეთ. თანხა მოთხოვნიდან 14 დღეში ბრუნდება, იმავე საშუალებით (ნაღდი ანგარიშსწორებისას - საბანკო ანგარიშზე). „გადავიფიქრე“-ს შემთხვევაში უკან გაგზავნას თქვენ იხდით, ნაკლიანი ან არასწორი ნივთისას - გამყიდველი. დეტალები და გამონაკლისები - დაბრუნება და გარანტია.
შეკვეთის დეტალებზე არის ჩატი გამყიდველთან. შეგიძლიათ გაგზავნოთ ტექსტი ან სურათი. ახალი შეტყობინებები ჩანს ჰედერის შეტყობინებებში.
კომპანია · თბილისი · 3391 პროდუქტი
ამ პროდუქტს ჯერ შეფასება არ აქვს
იყიდე და შეაფასე პირველმა - შენი აზრი სხვა მყიდველებს არჩევანში დაეხმარება.
შეფასებებს არ ვასწორებთ. ვმალავთ მხოლოდ სპამს, შეურაცხმყოფელ ან პროდუქტთან დაუკავშირებელ ტექსტს.
ფოტოიანი შეფასების ავტორი ბონუსს იღებს — შეფასების შინაარსი ამაზე არ არის დამოკიდებული.
ჯერ კითხვები არ არის. იკითხე პირველმა - მაღაზია აქვე გიპასუხებს.