
ცოტა დარჩა - მხოლოდ 1 ცალი
სხეულის დამატენიანებელი · 75მლ · Unisex
Rosa Charmosa™ კრემის შთაგონების წყარო პორტუგალიური სიტყვა charmosa-ა, რაც უზომოდ მიმზიდველ, ქარიზმატულსა და მომხიბვლელ ადამიანს ნიშნავს. სხეულის ეს კრემი კანს იმდენად ჯანსაღ ბზინვარებასა და სიახლეს ანიჭებს, რომ მისთვის თვალის მოწყვეტა უბრალოდ შეუძლებელია.
კრემის საოცარ ეფექტს განაპირობებს ბრენდის საფირმო კრისტალური პეპტიდი (Crystal Peptide), რომელიც აძლიერებს კანის ბუნებრივ ბრწყინვალებას, ბრაზილიური იაკონის (yacón) ესენცია, რომელიც უზრუნველყოფს 48-საათიან ინტენსიურ დატენიანებას, და ვარდის წყალი, რომელიც ღრმად ამშვიდებს და აბალანსებს კანს.
მისი ჰაეროვანი, ნაზი ტექსტურა მომენტალურად დნება კანზე და არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას. კლინიკურად დადასტურებულია, რომ კრემი ღრმად ატენიანებს კანს და მატებს მას ბზინვარებას* - მხოლოდ ერთი გამოყენების შემდეგ კანის ნათება 127%-ით იზრდება და ის საოცრად ნამიანი და ნორჩი ხდება*. დერმატოლოგების მიერ შემოწმებული ეს ვეგანური ფორმულა არ არის გამოცდილი ცხოველებზე (აქვს PETA-ს სერტიფიკატი) და შექმნილია პარაბენებისა თუ ფტალატების გარეშე.
ყელიდან ფეხის თითებამდე თქვენი კანი ანათებს, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს ყვავილოვანი და ხილის ნოტებით გამდიდრებული სურნელი - Cheirosa 91, რიოს ვარდისფერი ვარდის, ვნების ხილისა (პასიფლორა) და თაფლის კარამელის აკორდებით.
კანის განსაკუთრებული ბზინვარებისთვის, უხვად დაიტანეთ კრემი მთელ სხეულზე, ხოლო სურნელის ხანგრძლივი ეფექტისთვის, რუტინა Cheirosa 91-ის ტანის სპრეით დაასრულეთ.
*35 მონაწილის კლინიკური კვლევის მიხედვით, პროდუქტის მხოლოდ ერთხელ გამოყენების შემდეგ.
104 მონაწილის სამომხმარებლო კვლევის მიხედვით, რომლებიც კრემს 7 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ იყენებდნენ.
გამოყენების წესი:
უხვად წაისვით მთელ სხეულზე, რათა კანს მიანიჭოთ ჯანსაღი, ნამიანი იერი და ბუნებრივი ბზინვარება.
ტიპი: სხეულის კრემი
მოცულობა: 75 მლ
კანის ტიპი: ყველა ტიპის კანი
ბარათით საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე, ნაღდი ანგარიშსწორება მიწოდებისას და, იურიდიული პირებისთვის, ინვოისით. ფასები საბოლოოა - ყველა გადასახადი შედის, გადახდის მეთოდისთვის დამატებით საფასური არ არის. ბარათით გადახდისას შეკვეთა დასტურდება მხოლოდ წარმატებული გადახდის შემდეგ.
მიწოდება ითვლება თითო მაღაზიაზე - ყოველი მაღაზია ცალკე აგზავნის. ფასი დამოკიდებულია ზონაზე (თბილისი / შემოგარენი / რეგიონები), ამ მაღაზიიდან შეძენილის ღირებულებასა და წონაზე: რაც მეტს ყიდულობთ ერთი მაღაზიიდან, მით იაფია მიწოდება, თბილისში კი 260,00 ₾-დან უფასოა. ზუსტი თანხა ჩანს კალათასა და გაფორმებისას, სავარაუდო ვადა - პროდუქტის გვერდზე და გაფორმებისას. მიწოდება შენობის შესასვლელამდეა - სართულზე ატანა არ შედის.
თუ შეკვეთა 30 დღეში არ მოვიდა (თუ უფრო გრძელი ვადა არ იყო მითითებული), შეგიძლიათ გააუქმოთ და თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.
მიღებიდან 14 დღის განმავლობაში ნივთს დააბრუნებთ მიზეზის გარეშეც („გადავიფიქრე“). გახსენით შეკვეთა და დააჭირეთ „უკან დაბრუნება“, ან მოგვწერეთ ელფოსტით / დაგვირეკეთ. თანხა მოთხოვნიდან 14 დღეში ბრუნდება, იმავე საშუალებით (ნაღდი ანგარიშსწორებისას - საბანკო ანგარიშზე). „გადავიფიქრე“-ს შემთხვევაში უკან გაგზავნას თქვენ იხდით, ნაკლიანი ან არასწორი ნივთისას - გამყიდველი. დეტალები და გამონაკლისები - დაბრუნება და გარანტია.
შეკვეთის დეტალებზე არის ჩატი გამყიდველთან. შეგიძლიათ გაგზავნოთ ტექსტი ან სურათი. ახალი შეტყობინებები ჩანს ჰედერის შეტყობინებებში.
ფიზიკური პირი · თბილისი · 442 პროდუქტი
ჯერ შეფასება არ არის - იყავით პირველი.
შეფასებებს არ ვასწორებთ. ვმალავთ მხოლოდ სპამს, შეურაცხმყოფელ ან პროდუქტთან დაუკავშირებელ ტექსტს.
ფოტოიანი შეფასების ავტორი ბონუსს იღებს — შეფასების შინაარსი ამაზე არ არის დამოკიდებული.