მთავარ შინაარსზე გადასვლა

ანგარიშის წაშლა

Orte-ს ანგარიშის და მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების წაშლა.

როგორ წავშალო ანგარიში

  1. Orte აპლიკაციაში: პროფილი → ანგარიში და მონაცემები → ანგარიშის წაშლა → დაადასტურეთ.
  2. ვებსაიტზე: შედით ანგარიშში და გახსენით პროფილი → პირადი მონაცემები → ანგარიშის წაშლა.
  3. მხარდაჭერის მეშვეობით: მოგვწერეთ info@orte.ge ან დაგვირეკეთ +995 555 48 22 20 და მიუთითეთ ანგარიშის ტელეფონის ნომერი. ვინაობის დასადასტურებლად ამ ნომერზე გამოგიგზავნით კოდს.

ანგარიში იშლება მაშინვე - ყველა მოწყობილობაზე გამოხვალთ და აღდგენა შეუძლებელი იქნება. იმავე ტელეფონის ნომრით შემდეგ შეგიძლიათ ახალი, ცარიელი ანგარიში შექმნათ.

როდის ვერ წაიშლება

  • თუ გაქვთ აქტიური შეკვეთა (გადახდის, მომზადების ან მიწოდების პროცესში) - დაელოდეთ მიწოდებას ან გააუქმეთ შეკვეთა.
  • თუ დაბრუნების მოთხოვნა ჯერ განხილვაშია - დაელოდეთ მის დასრულებას, რომ თანხა სწორად დაგიბრუნდეთ.
  • გამყიდველის, მაღაზიის თანამშრომლის ან ადმინისტრატორის ანგარიში - დაგვიკავშირდით მხარდაჭერაში.

რა იშლება

  • სახელი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტა;
  • შენახული მისამართები;
  • რჩეულები, ფასის კლებისა და მარაგის შეტყობინებები;
  • გამოწერილი მაღაზიები და კალათა;
  • შენახული ბარათები (ბანკშიც ვითხოვთ მათ წაშლას);
  • შეტყობინებები და push შეტყობინებების ტოკენები;
  • შესვლის მონაცემები და ყველა აქტიური სესია.

რა ინახება ანონიმურად

ბუღალტრული აღრიცხვისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების გამო (საგადასახადო აღრიცხვა, თანხის დაბრუნება, გამყიდველებთან ანგარიშსწორება) ინახება:

  • შეკვეთები - პროდუქტები, თანხები, თარიღები, ქალაქი/რეგიონი და გადახდის ჩანაწერები, სახელის, ტელეფონისა და ზუსტი მისამართის გარეშე;
  • დასრულებული დაბრუნების მოთხოვნები და შეკვეთის ჩატი გამყიდველთან;
  • თქვენ მიერ დაწერილი შეფასებები - თქვენი სახელის გარეშე, როგორც „მომხმარებელი“.

ეს ჩანაწერები ინახება კანონმდებლობით დადგენილი ვადით. დაწვრილებით - კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

რა იკარგება

Orte საფულის კრედიტი, ჯილდოები, ბორბლის დატრიალებები და მოგებები უქმდება და არ ანაზღაურდება. გირჩევთ, წაშლამდე გამოიყენოთ დარჩენილი კრედიტი და სასაჩუქრე ბარათები.